„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი წალკის მუნიციპალიტეტში, სურენ სარქისიანი ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებს პოლიტიკურ შანტაჟსა და ზეწოლაში ადანაშაულებს. სურენ სარქისიანი ამბობს, რომ ორი კვირის წინ მასთან გამგებელი, მისი მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარე იმყოფებოდნენ და პარტიის დატოვება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რძლის, ნონა გურგენიანის სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. დღეს კი, მისივე განმარტებით, რძალი, რომელიც კიზილკილისას ბაღში იყო დასაქმებული, სამსახურიდან გამოუშვეს. თავად ნონა გურგენიანმა საჩივრით პოლიციას მიმართა. ის განმარტებებს ითხოვს და ფიქრობს, რომ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
წალკის მერიაში შანტაჟის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ. მერის პირველი მოადგილე ანზორ ხინიკაძე აცხადებს, რომ ნონა გურგენიანი გამოსაცდელი ვადით, პირველ ოქტომბრამდე იყო ბაღში აყვანილი. მას ეს ბრძანება აღარ გაუგრძელდა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო, სამ წლამდე ბავშვების ჯგუფები რაიონში დაიკეტა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.