პროკურატურის გადაწყვეტილება

04.02.2022 01:38

დავით კირკიტაძეს ბრალს დღეს წაუყენებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის და კიდევ რამდენიმე პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო პროკურატურამ. საუბარია რუსთავში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ძალადობის ფაქტზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 24 ოქტომბერს, რუსთავში, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა ვ.ბ. და აპროტესტებდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებულ პოლიტიკას და დავით კირკიტაძის მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. რის გამოც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, მათ შორის დავით კირკიტაძემ მათ მიმართ ფიზიკურად იძალადეს. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსთავის საქალაქო სასამართლომ, დაპირისპირებაში მონაწილე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უკვე შეუფარდა, რაც შეეხება პარლამენტის წევრს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პროკურატურის გადაწყვეტილება ბაჩალიაშვილის საქმეზე
06:42

პროკურატურის გადაწყვეტილება ბაჩალიაშვილის საქმეზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გიორგი შაქარაშვილის საქმე - პროკურატურის გადაწყვეტილება
05:18

გიორგი შაქარაშვილის საქმე - პროკურატურის გადაწყვეტილება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მაჩალიკაშვილის საქმე
03:37

მაჩალიკაშვილის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თამარ ხიდაშელის კომენტარი პროკურატურის გადაწყვეტილებაზე
00:44

თამარ ხიდაშელის კომენტარი პროკურატურის გადაწყვეტილებაზე

საქართველოს რესპუბლიკური პარტია

ზვიად კუპრავა უკრაინის პროკურატურის გადაწყვეტილებაზე
03:40

ზვიად კუპრავა უკრაინის პროკურატურის გადაწყვეტილებაზე

TV Georgian Times

ბრალდებული ექსპრეზიდენტის პირველი კომენტარი პროკურატურის გადაწყვეტილებაზე
01:12

ბრალდებული ექსპრეზიდენტის პირველი კომენტარი პროკურატურის გად...

TV IMEDI

ელენე ხოშტარია პროკურატურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით \"მაესტროს\" ეთერში
00:22

ელენე ხოშტარია პროკურატურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით...

Giorgi Goguadze

მალხაზ მაჩალიკაშვილი, პროკურატურის გადაწყვეტილებაზე, კომენტარს აკეთებს
11:10

მალხაზ მაჩალიკაშვილი, პროკურატურის გადაწყვეტილებაზე, კომენტა...

TV IMEDI

ყველა ვიდეო