MOE: TEEB პროექტი საქართველოში
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... სასტუმრო „ჰოლიდეი ინში" ბიომრავალფეროვნების შესახებ რეგიონული შეხვედრა გაიმართა, რომელიც გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ გახსნა. საქართველოში შეხვედრის ჩატარების მთავარი მიზეზია ის, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველო ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკის (TEEB) ინიციატივის საპილოტე ქვეყნად გამოაცხადა. „აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისათვის შეფასებისა და წამახალისებელი ზომების თაობაზე" რეგიონული სამუშაო შეხვედრის მიზანია, საქართველოს, როგორც ამ პროცესში მოწინავე ქვეყნის გამოცდილების გაზიარება. საერთაშორისო კონვენციის მიერ ინიცირებულ შეხვედრაზე მონაწილეები რეგიონის ეკოსისტემების ეკონომიკის შესახებ მსჯელობენ. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP), ბიომავალფეროვნების საერთაშორისო კონვენციის (CBD) წარმომადგენლები და 20 ქვეყნის 50-მდე დელეგატი იღებს. TEEB ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ინიციატივას წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების გლობალურ ეკონომიკურ სარგებელზე ყურადღების გამახვილებას, ეკოსისტემების დეგრადაციით გამოწვეულ დანაკარგებზე ხაზგასმას და პრაქტიკული ქმედებების განხორციელებისათვის მეცნიერების, ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროთა ერთობლივ ძალისხმევას. რეგიონული შეხვედრა 31 მაისს დასრულდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ბრიფინგი ნაძვის ხეების შესახებ
MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი
MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მარ...
MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწ...
MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ...
01:15
MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის...
02:58
MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საა...
01:10
MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკა...
მსგავსი ვიდეოები
MOE: სტიქიის პრევენციისთვის შექმნილი შტაბის სხდომა ქუთაისში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მართვაზე წყალ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწყებლებს ნე...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა პატივსა...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის წარდგენა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საათი" გაიმარ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო