\"რესპუბლიკური პარტიის\" ზუგდიდის ოფისი \"ქართულ ოცნებას\" საკრებულოს განკარგულების უგულებელყოფაში ადანაშაულებს.
გამგებლობის კანდიდატ ირაკლი ქოჩუას განცხადებით, რამდენიმე სოფელში საარჩევნო პლაკატებისთვის განთავსებულ სპეციალურ სტენდზე, ნაცვლად სამი სარეკლამო პლაკატისა, გაცილებით მეტია განთავსებული, რაც მისივე თქმით, კანონდარღვევაა.
\"მაგალითად, ნარაზენში არსებულ სტენდზე 14 პლაკატია გაკრული. მივმართავ მმართველ პარტიას და ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ნუ დავდგებით კანონზე მაღლა. ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ და პირველ რიგში კანონს, - აღნიშნა ქოჩუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
\"ქართული ოცნების\" საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ მათ სამზე მეტი პლაკატის გაკვრის დირექტივა მათ არ გაუციათ და დაფიქსირებული დარღვევის დადასტურების შემთხხვევაში,ისინი მზად არიან ზედმეტი პლაკატები ჩამოხსნან.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #39 დადგენილებით, ერთ სპეციალურ სტენდზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს მხოლოდ სამი პლაკატის გაკვრის უფლება აქვს.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/