ჯიმ რიშის განცხადება და გამოხმაურება

03.09.2021 04:14

სენატის საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელი წევრის, ჯიმ რიშის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ნაბიჯი, უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე, კითხვებს აჩენს. ამის შესახებ რიშმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განაცხადა. „მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირის დახმარებასა და ევროკავშირის მიერ დადგენილ პირობებზე, აჩენს კითხვებს საქართველოს მომავალსა და კანონის უზენაესობაზე, რაც აუცილებელია თითოეული მოქალაქის დასაცავად“, – აცხადებს სენატორი რიში. სენატორი 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების დაცვის აუცილებლობაზეც საუბრობს. ჯიმ რიშის თქმით, ორივე პარტიამ უკეთესი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად უნდა იმუშაოს. „ორივე პარტიამ უნდა დაიცვას 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება და იმუშაოს საქართველოში უფრო მშვიდობიანი და თანამშრომლობითი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად, მათ შორის 2 ოქტომბერს, სუფთა და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებით“, – აცხადებს სენატორი. ჯიმ რიში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერასაც ეხმაურება. ამერიკის ხმასთან საუბარში სენატორი ამბობს, რომ „კარგია, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოლოოდ დაინახა 19 აპრილის შეთანხმების სარგებელი, მაგრამ ეს ჟესტი ძალიან მცირე და დაგვიანებულია. თვეების განმავლობაში, ხელმოწერაზე უარის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეარყია შეთანხმება, რამაც ხელი შეუწყო მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა შეთანხმება”, - აცხადებს რიში. შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი გუშინ მოაწერა. ჯიმ რიშის განცხადებას ეხმაურებიან „ნაციონალურ მოძრაობაში“. შარლ მიშელის დოკუმენტზე განცხადება გაკეთდა „ლეიბორისტულ პარტიაშიც“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მორიგი მკაცრი  გაფრთხილება ხელისუფლებას  ამერიკელი სენატორისგან და გამოხმაურებები თბილისში
07:16

მორიგი მკაცრი გაფრთხილება ხელისუფლებას ამერიკელი სენატორის...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

კონგრესმენების გამოხმაურება
01:05

კონგრესმენების გამოხმაურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საერთაშორისო გამოხმაურება
00:57

საერთაშორისო გამოხმაურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ხელისუფლება აბსოლუტურად აცდენილია ქვეყნისთვის საჭირო მიზნებს- გიგი წერეთელი ჯიმ რიშის განცხადებაზე
01:45

ხელისუფლება აბსოლუტურად აცდენილია ქვეყნისთვის საჭირო მიზნებს...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯები - ჯიმ  რიში
05:49

სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯებ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

\"კობახიძე ითხოვდა განმარტებას მიიღო - საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, ისინი უნდა გათავისუფლდნენ\"
01:47

"კობახიძე ითხოვდა განმარტებას მიიღო - საქართველოში არიან პოლ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ივანიშვილის კლოუნებთან დისკუსია გასცდა ზღვარს - გიოგა ბოკერია
08:50

ივანიშვილის კლოუნებთან დისკუსია გასცდა ზღვარს - გიოგა ბოკერი...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

მეორე ტურებში წარვდგებით კოალიციური მმართველობის მოდელების მხარდაჭერით  - ჯაფარიძე -ჯაფარიძე
06:46

მეორე ტურებში წარვდგებით კოალიციური მმართველობის მოდელების მ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ყველა ვიდეო