კონგრესმენების გამოხმაურება
აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტი და საქართველოს მეგობართა ჯგუფი საქართველოში არსებულ ვითარებას განცხადებით ეხმაურება. „მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, განმუხტონ ვითარება და იმუშაონ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რათა საქართველო დაუბრუნდეს ჯანსაღი დემოკრატიული მომავლის მშენებლობის გზას, - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ჯიმ რიში, სენატორი ჯინ შაჰინი, ადამ კინზინგერი და ჯერი ოკონლი, სადაც ხელისუფლებას გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, შეჭრილიყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში, მისი ლიდერის, ნიკა მელიას და სხვა ათობით აქტივისტის დასაკავებლად, ფუნდამენტურად შემაშფოთებელია. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს და მოილაპარაკოს კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის,“ - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ჰელსინკის კომისია. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს ნიკა მელია, განმუხტოს კრიზისი და ხელახლა ჩაერთოს დიალოგში“, - ვკითხულობთ კომისიის განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის“ - კონგრე...
Ajara TV
„სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის“ - კონგრე...
Ajara TV
ქრონიკა 11:00 საათზე - 8 დეკემბერი, 2021 წელი
TV IMEDI
გამოხმაურება კონგრესმენების წერილზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„პოლიტიკო“ ამერიკელი კონგრესმენების პროექტის შესახებ - გამოხ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოსთან დაკავშირებით გამართული განხილვა კონგრესში - გ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საერთაშორისო გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბაიდენის გამოსვლა კონგრესში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster