„პოლიტიკო“ ამერიკელი კონგრესმენების პროექტის შესახებ - გამოხმაურება

21.05.2024 04:17

ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტი ამერიკულმა გამოცემა „პოლიტიკომ “ მოიპოვა. „თუ საქართველოს მთავრობა კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემას და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს“, - ნათქვამია „პოლიტიკოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის ანტიდასავლურ რიტორიკაზე და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უკუსვლას შეაჩერებს, მაშინ აშშ-ი დაიწყებს მოლაპარაკებებს საქართველოსთვის პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმის დაწესებასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, კონგრესი ასევე დაავალებს ოფიციალურ პირებს, შეიმუშაონ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც გაითვალისწინებს საქართველოსთვის თავდაცვითი აღჭურვილობის გადაცემას, რაც რუსეთის აგრესიისგან ტერიტორიის დასაცავად იქნება გამიზნული. „პოლიტიკოს“ მიხედვით, ეს პროგრამა მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ აშშ-ში დარწმუნდებიან, რომ საქართველო აჩვენებს მნიშვნელოვან და მდგრად პროგრესს დემოკრატიის განმტკიცებაში, რისი მტკიცებულებაც, სულ მცირე, უნდა იყოს სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო. „პოლიტიკოს“ ინფორმაციითვე, დემოკრატიის დასაცავად, აშშ-მა, შესაძლოა, ქართველ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„ქართული ოცნების“ პასუხი ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივაზე
09:02

„ქართული ოცნების“ პასუხი ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივაზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი
04:26

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კონგრესმენების წერილი
02:47

კონგრესმენების წერილი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია
03:58

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის ანგარიში
05:59

ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს მხარდამჭერი აქტი
08:24

საქართველოს მხარდამჭერი აქტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივა - პოლიტიკური შეფასებები
08:46

ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივა - პოლიტიკური შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ამერიკელი კონგრესმენების მიმართვა
01:54

ამერიკელი კონგრესმენების მიმართვა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო