„ქართული ოცნების“ პასუხი ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივაზე
ამერიკელი კონგრესმენის კანონპროექტმა საქართველოში პოლიტიკური მღელვარება გაამძაფრა. რესპუბლიკელი კანონმდებლის ინიციატივა, რომლის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს, საქართველოსთვის მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს. პროექტი აშშ-დან ჩვენი ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს. თუმცა მითითებულია პირობებიც - ანტიდასავლურ რიტორიკაზე უარის თქმა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დაბალანსებული საარჩევნო კამპანია, მდგრადი პროგრესი დემოკრატიის აღდგენის გზაზე. თუ გამოცემას დავეყრდნობით, ჯო ვილსონის მიერ ინიცირებული პროექტი კონგრესში ამ კვირაში უნდა წარადგინონ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საკანონმდებლო პაკეტი პერსონალურ სანქციებსაც გულისხმობს, თუ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს უკან არ გაიწვევენ. კანონი ვაშინგტონიდან უკვე არაერთხელ გააკრიტიკეს და მისი ამ ფორმით ამოქმედების შემთხვევაში შეზღუდვებიც დააანონსეს. ოპოზიცია მმართველ გუნდს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში გაჩენილ ისტორიულ შესაძლებლობაზე მიუთითებს. ხელისუფლება კი კანონპროექტში შანტაჟის და ვაჭრობის ნიშნებს ხედავს. საპასუხო ოფიციალურ წერილში „ქართული ოცნება“ იმ პირობებს ასახელებს, რომელთა დაცვას სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გადასატვირთად აუცილებლად მიიჩნევს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 21 მაისი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხელისუფლების პასუხი კონგრესმენებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"იმედი"-ს უკვე ყოფილი წამყვანი ამბობს, რომ მისი გადაცემების...
MULTIMEDIA GE
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემ...
TV IMEDI
ქრონიკა 20:00 საათზე - 19 სექტემბერი, 2022 წელი
TV IMEDI
ვიზიტი დათქმებით - თბილისის პოზიცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
IRI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
IRI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster