"მოამბე" 20 საათზე, 7 სექტემბერი, 2015
• "მე არ მინდა მონაწილეობის მიღება იმაში, რაც აქ ხდება " - ზვიად სიჭინავა გადადგა. ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი ხელმძღვანელი საპრეზიდენტო არჩევნებამდე განვითარებულ მოვლენებს ემიჯნება;
• არაფორმალური მმართველობა, ეჭვები პოლიტიკურ დევნაზე, ევრო-ატლანტიკური სწრაფვა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა - საერთაშორისო კონფერენციის მთავარი თემები;
• ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტების ნაკადი არ წყდება - ევროპა საემიგრაციო კრიზისიდან გამოსავალს ეძებს;
• ავსტრია მიგრანტებისთვის საზღვრის ჩაკეტვას გეგმავს - ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ამ ქვეყანში უნგრეთის გავლით 17 ათასი დევნილი ჩავიდა, გერმანიაში კი 20 ათასზე მეტი;
• 12 ოპოზიციური პარტია ახალი ინტერპარტიური ჯგუფის შექმნას ითხოვს - პოლიტიკოსები იმედს იტოვებენ, რომ ამ ფორმატში მაინც შეძლებენ 2016 წლის არჩევნმებამდე მმართველი კოალიცია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე დაითანხმონ;
• თამაზ მეჭიაურია - "ხალხი იმიტომ მლოცავს, რომ რესპუბლიკელები მლანძღავენ" - მმართველი კოალიციის წევრი აცხადებს, რომ საბოდიშო არაფერი უთქვამს, პირიქით ბოდიში იქით უნდა მოუხადონ;
• თბილისში საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობა დაიწყო - თანამედროვე ავიალაინერებისთვის ნაწილების გამოშვება 2017 წლიდან იგეგმება;
• ხმაური და დაპირისპირება კახეთში - რთველი აქტიურ ფაზაში ჯერ არ არის შესული, მევენახეები კი ყურძენზე დაწესებულ ფასებს აპროტესტებენ და ხელისუფლებას რეაგირებას თხოვენ;
• "გაიცანი საქართველო" - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი ჟურნალისტებისთვის;
• საქართველო - ირლანდია პირველ არხზე, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპის მატჩი დუბლინში, "ავივას" სტადიონზე, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება;
• ახალი სეზონის პირველი რეპეტიცია. ნიუ იორკი, ვაშინგტონი, ფილადელფია და ბალტიმორი - ნაციონალური ბალეტი ხანგრძლივი გასტროლისთვის ემზადება.
მსგავსი ვიდეოები
„მოამბე“ 12 საათზე, 7 სექტემბერი, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
#მოამბე 18 საათზე, 7 სექტემბერი, 2020 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 10 საათზე, 25 სექტემბერი 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 12 საათზე, 15 სექტემბერი, 2020 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 15 საათზე, 9 სექტემბერი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 12 საათზე, 20 სექტემბერი, 2019 #LIVE
"მოამბე" 20 საათზე, 7 დეკემბერი, 2015