ყვარლის გამგებლის დაკავებასთან დაკავშირებით, საქართველოს ძიუდოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს. ციტატა: „საქართველოს ძიუდოს ფედერაციისთვის გახდა ცნობილი, რომ დღეს, 25 აპრილს, ყვარელში დააკავეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი. საქართველოს ძიუდოს ფედერაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს დავით ქევხიშვილს, რომელიც ხასიათდება წესიერ და პატიოსან პიროვნებად. მოვითხოვთ, სამართალდამცველმა ორგანოებმა საქმე განიხილონ სასწრაფოდ და სამართლიანად, კანონის ფარგლებში, რადგან მისი დაკავება არის დიდი ფსიქოლიგიური დარტყმა ძიუდოს ეროვნული ნაკრებისთვის, რომელიც ამჟამად ასპარეზობს საფრანგეთში, ევროპის ჩემპიონატზე.\"
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1lcUxRq
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1lcUxRq