რუსეთს უკრაინის საზღვრიდან დამატებითი ძალები გაჰყავს


წვრთნების დასრულება, თუ საერთაშორისო ზეწოლის შედეგი - რუმინეთში გამართულ მინისტერიალზე ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის აღმოსავლეთში გართულებული სიტუაცია იყო.

მაშინ, როდესაც უკრაინის პირველი დიპლომატი ბუქარესტში კოლეგებთან რუსეთისგან გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობდა, რუსეთის დამატებითი სამხედრო ძალები უკრაინის საზღვრისპირა რეგიონებს და ყირიმის ნახევარკუნძულს ტოვებდა. ოფიციალური მოსკოვი ჯარის მზადყოფნის მოულოდნელ შემოწმებას დასრულებულად აცხადებს. თუმცა ნატო სიფრთხილეს იჩენს და ჯერ ისევ აკვირდება, რამდენად შეასრულებს რუსეთის ხელისუფლება დაპირებას და დაუბრუნდებიან თუ არა რუსი ჯარისკაცები დისლოკაციის ადგილებს. უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრიდან სამხედროების გაყვანის პარალელურად მოსკოვი მზად არის, ე.წ. ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა დონბასში გაიმართოს, თუმცა ამისთვის რუსეთი საკუთარ პირობას აყენებს, რომლის მიხედვით მოლაპარაკების პროცესში სეპარატისტებიც უნდა მონაწილეობდნენ. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან