ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა


უკრაინა ომის ზღვარზე და მსოფლიო ჟენევაში გამართული მნიშვნელოვანი შეხვედრის შედეგების მოლოდინში. ახლა საინტერესოა, მოახდენს თუ არა გარღვევას ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის დღევანდელი აუდიენცია და შეაკავებს თუ არა ვაშინგტონის მკაფიო მიდგომა რუსეთიდან ყოველდღიურად მზარდ აგრესიას. აშშ-ის პირობა ასეთია - მშვიდობიანი პოლიტიკის სადემონსტრაციოდ ვაშინგტონი მოსკოვს უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. „თუ რუსეთის რომელიმე შენაერთი უკრაინაში შევა, ამერიკის და ევროპის პასუხი იქნება ერთიანი და მძიმე“ - ეს იყო მთავარი გზავნილი, რომლითაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი ევროპელ კოლეგებთან შეხვედრების შემდეგ ჟენევაში ჩავიდა და რუს კოლეგასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდა. ვაშინგტონი მზად არის, ნატოს ღია კარის პოლიტიკის ურყეობასა და საკუთარი მოკავშირეების სუვერენულ უფლებებზე რუსეთს პასუხი წერილობითაც გასცეს. თავის მხრივ პოზიციის დათმობას არც მოსკოვი აპირებს, რომელიც ევროპის უსაფრთხოების გარანტიების მისეულ პროექტში, ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებას მთავარ მოთხოვნად ტოვებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან