დიდი შვიდეულის ერთობლივი განცხადება
უკრაინასთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებიც და რუსეთს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებენ: „მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა, მოახდინოს დაძაბულობის დეესკალაცია, გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის საზღვრიდან და სრულად დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები. ძალის გამოყენებით სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ნებისმიერი საფრთხე ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს, ჰელსინკის აქტს, პარიზისა და ეუთო-ს სხვადასხვა შეთანხმებებს. მიუხედავად იმისა, რომ მზად ვართ პრობლემის დიალოგით გადაჭრისთვის, რუსეთს ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას მოჰყვება მასშტაბური შედეგი, მათ შორის ფინანსური და ეკონომიკური სანქციები; ფართო და ინდივიდუალური სანქციები, რომელიც დიდ ზარალს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას“, – წერია განცხადებაში. დიდი შვიდეულის ქვეყნები კიდევ ერთხელ უცხადებენ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მოუწოდებენ რუსეთს, შეასრულოს მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„დიდი შვიდეულის“ ლიდერების ერთობლივი განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატოს საგანგებო სამიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიდი შვიდეულის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიდი შვიდეულის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 11 ოქტომბერი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საკითხზე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიდი შვიდეულის სამიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიდი შვიდეულის სამიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster