ნატოს საგანგებო სამიტი
ერთდროულად სამი სამიტი ბრიუსელში: უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე ნატოს, ევროკავშირის და დიდი შვიდეულის ლიდერები რუსეთის აგრესიის შეჩერების გზებზე და თავდაცვის გაძლიერების მექანიზმებზე მსჯელობენ. ვიწყებთ ნატოს საგანგებო სამიტით, რომელიც ერთობლივი განცხადების მიღებით დასრულდა. რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა ევროპაში მშვიდობა დაამსხვრია და მთელი მსოფლიოს გლობალურ უსაფრთხოებას ემუქრება - ეს კომუნიკეს გზავნილებია. ორგანიზაცია პუტინს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, ჯარების გაყვანისკენ, ჰუმანიტარული დერეფნების სასწრაფოდ ამოქმედებისკენ და მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების დაშვებისკენ მოუწოდებს. განცხადებაში საუბარია ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხეზეც. ორგანიზაციის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა კოორდინირებული საერთაშორისო ზეწოლის გაგრძელება რუსეთზე, ნატოს თავდაცვითი პოზიციების გაძლიერება, ოთხი საბრძოლო ჯგუფის შექმნა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ყველა საჭირო ზომის დროულად მიღება ალიანსის თავდასაცავად. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ნატოს საგანგებო სამიტი/“დღის არხი“/“რადიო იმედი,Radio Imedi
რადიო იმედი
ნატოს საგანგებო სამიტი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპული საბჭოს სპეციალური სესია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინა ნატოსგან დამატებით დახმარებას ითხოვს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იენს სტოლტენბერგის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატოს და ევროკავშირის გადაწყვეტილებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42°პარალელი - ბაიდენის ევროპული ტურნე
პირველი არხი - 42-ე პარალელი