ბორის პასტერნაკის შთამომავალი თბილისშია
23 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, XX საუკუნის უდიდესი პოეტის, ნობელის პრემიის ლაურეატის ბორის პასტერნაკის შთამომავალს საშა სლეიტერს შეხვდება. საშა სლეიტერი თბილისში ბაბუის მეგობრების შთამომავლებს შეხვდება; მათ შორის ტიციან ტაბიძის შთამომავალს გივი ანდრიაძეს, ასევე მერაბ ნიჟარაძესა და ლაშა თაბუკაშვილს. დაგეგმილი აქვს მოგზაურობა კახეთსა და ყაზბეგში, მოინახულა უფლისციხე და გორი... მასალებს საქართველოს შესახებ ბრიტანული Harper's Bazaar-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე საშა სლეიტერი 2014 წლის ბოლოს გამოაქვეყნებს. ბორის პასტერნაკის შთამომავალი ასევე, ხელოვნების სასახლის არქივში დაცულ ნატო ვაჩნაძისა და უდიდესი პოეტის მიმოწერას გაეცნობა. მასპინძლობას საშა სლეიტერს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია გაუწევს. http://www.culture.gov.ge / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა ბორის პასტერნაკის შთამომავალთან
culturegovge culturegovge
შეხვედრა ბორის პასტერნაკის შთამომავალთან
culturegovge culturegovge
შეხვედრა ბორის პასტერნაკის შთამომავალთან
culturegovge culturegovge
ლანა ღოღობერიძე - 85
culturegovge culturegovge
ლანა ღოღობერიძე - 85
culturegovge culturegovge
ისრაელი - ჯემალ აჯიაშვილი - ცნობილი ადამიანების უცნობი და...
უცნობი - ნაცნობი ქვეყანა
“პასტერნაკის ქართველი ადრესატები“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბორის პასტერნაკი/“კატოს საღამოები“/რადიო იმედი, Radio Imedi
რადიო იმედი