ლანა ღოღობერიძე - 85
18 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კინორეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის ლანა ღოღობერიძის 85 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო მიღება გაიმართა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ კინორეჟისორს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სამინისტროს სპეციალური პრიზით „ხელოვნების ქურუმი" დააჯილდოვა. დაჯილდოებასთან ერთად შედგა რეჟისორის თარგმანების „რუსული პოეზია" პრეზენტაცია, ასევე გამოიფინა ლანა ღოღობერიძის ნამუშევრები; აკრილითა და პასტელით ნახატი კოლექცია რეჟისორის მიერ 90-იან წლებში საფრანგეთშია შესრულებული; ექსპონატები ორჯერ სტრასბურგშიც გამოიფინა. კრებული „რუსული პოეზია" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამომცემლობა „ინტელექტმა" გამოსცა და მასში შესულია მარინა ცვეტაევას, ბორის პასტერნაკის, ანა ახმატოვას, ბელა ახმადულინასა და იოსიფ ბროდსკის ლექსები, რომელიც ლანა ღოღობერიძემ ქართულ ენაზე თარგმნა. ლანა ღოღობერიძე არის ყველა იმ ფილმის სცენარის თანაავტორი, რომლის რეჟისორიცაა: „ერთი ცის ქვეშ" (1961), „მე ვხედავ მზეს" (1965), „ფერისცვალება" (1968), „როცა აყვავდა ნუში" (1972), „აურზაური სალხინეთში" (1975), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" (1978), „დღეს ღამე უთენებია" (1984), „ორომტრიალი" (1986), „ვალსი პეჩორაზე" (1992). ავტორია მონოგრაფიისა (1955 წ.) უოლტ უიტმენის შესახებ. ნათარგმნი აქვს უოლტ უიტმენის, ტაგორის, ვერლენის, ახმატოვას, პასტერნაკის ლექსები. ლანა ღოღობერიძე 1928 წლის 13 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. http://www.culture.gov.ge / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ლანა ღოღობერიძე - 85
culturegovge culturegovge
ნონა გაფრინდაშვილი, ლანა ღოღობერიძე, ნანა ჯორჯაძე - სარაჯიშვ...
SARAJISHVILI
#ნაშუადღევს შეხვედრა 85 წლის შემდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Beka Gochiashvili / Giya Kancheli / ინტერვიუ პირად საკითხებზ...
Artists Union ConceptArt
ლანა ღოღობერიძე საკუთარი ფილმების ჩვენებას დაესწრო
ამერიკის ხმა
სეირნობა თბილისში | ლანა ღოღობერიძე
ინდიგო | INDIGO MAGAZINE
ლანა ღოღობერიძე: სიცოცხლის ძალამ გადაგვარჩინა ისტორიულად | „...
TV IMEDI
Nanuka's Show - ლანა ღოღობერიძე
ნანუკას არხი / Nanuka's Channel