შეხვედრა ბორის პასტერნაკის შთამომავალთან

10/23/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

23 ოქტომბერს, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი XX საუკუნის უდიდესი პოეტის, ნობელის პრემიის ლაურეატის ბორის პასტერნაკის შთამომავალს საშა სლეიტერს შეხვდნენ.
საშა სლეიტერი თბილისში ბაბუის მეგობრების შთამომავლებს შეხვდა; მათ შორის პაოლო იაშვილის შთამომავალს გია ნიჟარაძეს.
მან ასევე იმოგზაურა კახეთსა და ყაზბეგში, მოინახულა უფლისციხე და გორი... მასალებს საქართველოს შესახებ ბრიტანული Harper's Bazaar-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე საშა სლეიტერი 2014 წლის ბოლოს გამოაქვეყნებს.
ბორის პასტერნაკის შთამომავალი ასევე, ხელოვნების სასახლის არქივში დაცულ ნატო ვაჩნაძისა და უდიდესი პოეტის მიმოწერას გაეცნო.
მასპინძლობას საშა სლეიტერს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია უწევს.

http://www.culture.gov.ge
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან