შეხვედრა ბორის პასტერნაკის შთამომავალთან
23 ოქტომბერს, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი XX საუკუნის უდიდესი პოეტის, ნობელის პრემიის ლაურეატის ბორის პასტერნაკის შთამომავალს საშა სლეიტერს შეხვდნენ. საშა სლეიტერი თბილისში ბაბუის მეგობრების შთამომავლებს შეხვდა; მათ შორის პაოლო იაშვილის შთამომავალს გია ნიჟარაძეს. მან ასევე იმოგზაურა კახეთსა და ყაზბეგში, მოინახულა უფლისციხე და გორი... მასალებს საქართველოს შესახებ ბრიტანული Harper's Bazaar-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე საშა სლეიტერი 2014 წლის ბოლოს გამოაქვეყნებს. ბორის პასტერნაკის შთამომავალი ასევე, ხელოვნების სასახლის არქივში დაცულ ნატო ვაჩნაძისა და უდიდესი პოეტის მიმოწერას გაეცნო. მასპინძლობას საშა სლეიტერს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია უწევს. http://www.culture.gov.ge http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა ბორის პასტერნაკის შთამომავალთან
culturegovge culturegovge
შეხვედრა ბორის პასტერნაკის შთამომავალთან
culturegovge culturegovge
შეხვედრა ბორის აკუნინთან
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი / GNBC
მკითხველის შეხვედრა ბორის აკუნინთან ილიაუნიში
Ilia State University
ბორის აკუნინის შეხვედრა მკითხველთან
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი / GNBC
ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა შეხვედრა გამართეს
Euronews Georgia
სკოლის დამთავრების 21 წლის შეხვედრა
ბორის ქველიძე ვიდეოგრაფი
ბორის ჯონსონისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა
tbilisihot Nishnianidze's Blog