კორონავირუსის გავრცელების არეალი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში
„კოვიდ-19“-ის გავრცელების არეალი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა თურქეთში, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსის 1500-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. „კოვიდ-19“-ით ბოლო დღე-ღამეში თურქეთში 39 ადამიანი გარდაიცვალა. ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო, სტამბოლში ქორწილების და სხვა ცერემონიალების დახურულ სივრცეში გამართვა აკრძალეს. ვირუსის 188 ახალი შემთხვევა აღრიცხეს აზერბაიჯანში. ვირუსს ორი პაციენტი ემსხვერპლა. სულ აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ით 529 ადამიანია დაღუპული. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კარანტინის რეჟიმი სექტემბრის ბოლომდე გაახანგრძლივა. შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა, თუმცა ბაქოში აკრძალვების ნაწილი მაინც ძალაშია. სომხეთში ბოლო დღე-ღამეში ვირუსის 124 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა ხუთი ადამიანი. რუსეთში კი ვირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი ისევ 5000-მდე მერყეობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კორონავირუსის გავრცელების არეალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის გავრცელების არეალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის გავრცელების პრევენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი კორონავირუსის გავრცელების არეალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 12 საათზე, 18 მარტი, 2020 #LIVE
პირველი არხი - LIVE
ახალი კორონავირუსის პრევენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster