კორონავირუსის გავრცელების არეალი
რაც შეეხება ვირუსის გავრცელების სტატისტიკას მსოფლიო მასშტაბით - კორონავირუსის საფრთხის გამო, აზერბაიჯანმა ირანთან არსებული საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვარი ორი კვირის განმავლობაში იქნება დაკეტილი. დღეს აზერბაიჯანში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამრიგად, საქართველოს მეზობელ სახელმწიფოში ინფექცია სულ სამ ადამიანს აქვს დადასტურებული. ინფიცირებულები ირანიდან დაბრუნებული აზერბაიჯანელები არიან. კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ყატარშიც - 38 წლის მოქალაქე ირანში იმყოფებოდა. რაც შეეხება ირანს, სადაც ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით დაღუპულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება, ოფიციალური მონაცემებით, ვირუსმა 43 ადამიანი შეიწირა. დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 600-ს აღწევს. თუმცა „ბიბისი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს. ამჟამად, კორონავირუსი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. ინფიცირებულთა რაოდენობა 85 000-ზე მეტია. პაციენტების უმრავლესობა ჩინეთში ცხოვრობს. დაღუპულია 2900-ზე მეტი ადამიანი. ვირუსის დამარცხება კი ამ დრომდე 40 ათასმა პაციენტმა შეძლო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კორონავირუსის გავრცელების არეალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის გავრცელების არეალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის გავრცელების არეალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის გავრცელების არეალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის გავრცელების არეალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის გავრცელების არეალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის გავრცელების არეალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის გავრცელების არეალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster