კორონავირუსის გავრცელების არეალი

09.03.2020 01:08

იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 366-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 7 375 ადამიანი. იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ლომბარდიის რეგიონსა და 14 პროვინციაში, 16 მილიონამდე ადამიანი კარანტინში აპრილამდე დარჩება.

რაც შეეხება საფრანგეთს, ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი აქ 19-მდეა გაზრდილი. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დადასტურებულია 1126 შემთხვევა. მესამე პაციენტი გარდაიცვალა გაერთიანებულ სამეფოშიც. გავრცელებული ცნობით,  60 წლის მამაკაცი ინფიცირებამდე იტალიაში მოგზაურობდა.

ახალი კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა აშშ-ის რვა შტატში. საგანგებო რეჟიმი ბოლოს ორეგონის შტატში ამოქმედდა და ის 60 დღის განმავლობაში იქნება ძალაში. აშშ-ში ვირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რიცხვი 22-ს აღწევს, ყველაზე რთული მდგომარეობა კი ვაშინგტონის შტატშია. ინფიცირებულია 500-ზე მეტი ადამიანი.

საუდის არაბეთში კი, სასწავლო პროცესი შეწყდა. სწავლება დისტანციურ რეჟიმში სმარტფონებისთვის შემუშავებული პროგრამების საშუალებით გაგრძელდება. ირანში კი ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 194-ს აღწევს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ვირუსისგან განკურნება 2 000-ზე მეტმა პაციენტმა შეძლო.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani