კორონავირუსის გავრცელების არეალი

15.02.2020 03:46

კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ევროპაში. „ბიბისის“ ინფორმაციით, საფრანგეთში ჩინელი ტურისტი დაიღუპა. დაავადება ამ დროისთვის გავრცელებულია მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა ევაკუაციაც ჩინეთიდან თურქეთში განხორციელდა, ისინი დღეს დაბრუნდნენ სამშობლოში. მათ ორკვირიანი საკარანტინო პერიოდი თურქეთში გაიარეს, ჩაუტარდათ ყველა შესაბამისი კვლევა და ვირუსი არ დაუდგინდათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: