კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევები

15.09.2020 06:28

კორონავირუსის გავრცელების არეალი უკვე საათობრივად ფართოვდება. საქართველოს მასშტაბით მობილიზებული 2 400 საწოლიდან ამ მომენტისთვის ნახევარი უკვე დაკავებულია. შაბათს დაწყებული ნახტომისებური მატების ტენდენცია გრძელდება - დილის მონაცემებით, ლაბორატორიულმა კვლევებმა 170 ახალი შემთხვევა გამოავლინა. ეპიცენტრი ისევ აჭარაა, სადაც ვირუსულმა ინფექციამ ხანდაზმულთა პანსიონატშიც შეაღწია. 14-ით გაიზარდა ქუთაისის 32-ე სკოლის კლასტერიც. მარტო წინა კვირასთან შედარებით, ინფიცირებულთა სამჯერ გაზრდილი რაოდენობის ფონზე ხდება დამატებითი კლინიკების მობილიზება და იგეგმება ვირუსული ინფექციის მართვის ახალი მიდგომის დანერგვა. ერთ-ერთ სათადარიგო გეგმად მსუბუქი პაციენტების ბინებში მკურნალობის პროტოკოლის გააქტიურება განიხილება. ინფიცირებულთა რაოდენობის საყურადღებო მატებასთან ერთად ყოველდღიურად იზრდება ტესტირებულთა  მაჩვენებელიც. „კოვიდ-19“-ზე დღეში 10-დან 11 ათასამდე გამოკვლევა ტარდება. ინტენსიურად გრძელდება კონტაქტების მოძიებაც. გაუარესებული ეპიდსიტუაციის ფონზე ვითარების კიდევ უფრო გართულებას პროგნოზირებენ სპეციალისტები და მთავარ აქცენტს  სეზონურ გრიპებზე აკეთებენ. გაუძლებს თუ არა ჰოსპიტალური სექტორი მოსალოდნელ დატვირთვას და რაც მთავარია, შეასრულებს თუ არა მოსახლეობა იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც ვირუსის შესაკავებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

კორონავირუსის შემთხვევების გამო „ოქროს ბირჟა“ დროებით დაიხურა
00:44

კორონავირუსის შემთხვევების გამო „ოქროს ბირჟა“ დროებით დაიხურ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის მკვეთრად გაზრდილი შემთხვევები საქართველოში
06:19

კორონავირუსის მკვეთრად გაზრდილი შემთხვევები საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საკოორდინაციო საბჭოს წევრების განცხადება
05:04

საკოორდინაციო საბჭოს წევრების განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსი ​- სასწავლო პროცესის აღდგენა და რეგულაციები
02:08

კორონავირუსი ​- სასწავლო პროცესის აღდგენა და რეგულაციები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ეპიდვითარება აჭარაში - კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი რაოდენობა
07:53

ეპიდვითარება აჭარაში - კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი რ...

TV IMEDI

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი
03:18

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი
03:27

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი
05:51

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო