ახალი კორონავირუსის გავრცელების არეალი

31.05.2020 00:41

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, საქართველოში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. ახალი კორონავირუსი დღეს კიდევ 26 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 783 შემთხვევაა აღრიცხული, განკურნებულთა რაოდენობა კი 605-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. გარდაიცვალა  12 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 031 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 262 ადამიანი რჩება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: