კორონავირუსი - გავრცელების არეალი
თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული, უახლოეს წარსულში ევროპაში იმყოფებოდა. მისივე თქმით, პაციენტი სრულ იზოლაციაში იყო. ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსი საზოგადოებაში არ გავრცელდება, რადგან ამისთვის შესაბამის ზომებს იღებენ. ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა იამაიკაზეც. იამაიკელ ქალს, რომელსაც ვირუსი დაუდგინდა, უახლოეს წარსულში დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ კი კორონავირუსის გამო, 20 მარტამდე ყველა შეხვედრა გადადო. კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, 11 მარტიდან 20 მარტამდე ყველა შეხვედრა გაუქმდება - აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც ორგანიზაციის ერთ-ერთ თანამშრომელს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კორონავირუსი 115-ზე მეტ ქვეყანაში ფიქსირდება. საერთაშორისო მასშტაბით, ახალი ტიპის კორონავირუსის 119 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია 4 284 ადამიანი. ამ დრომდე განკურნება 65 776-მა პაციენტმა მოახერხა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კორონავირუსი - ვითარება მსოფლიოში და ვირუსის გავრცელების არე...
ამერიკის ხმა
კორონავირუსის გავრცელების არეალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის გავრცელების არეალი და სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის გავრცელების არეალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის ახალი სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„კოვიდ-19“ გავრცელების არეალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი კორონავირუსის გავრცელების არეალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჩინეთში აღმოჩენილი მწვავე რესპირატორული კორონავირუსი
TV IMEDI