მერიის ზედამხედველობის სამსახურსა და გარემოვაჭრეებს შორის შელაპარაკება მოხდა

08/23/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გარემოვაჭრეების დახლების დემონტაჟი მიმდინარეობს, მათსა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს შორის დაპირისპირება მოხდა. გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ ისინი გაფრთხილებულები არ იყვნენ, და აქციებით იმუქრებიან.

ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების თქმით კი მოვაჭრეები გაფრთხილებულები იყვნენ.

„ყველა გაფრთხილებული იყო და არ გინდათ ახლა დებოში“, - უთხრეს მოვაჭრეებს მერიის სამსახურის წარმომადგენლებმა.

„ეს არის სიცურე, ტყუით. მატყუარების ჯგუფი ხართ. სად გაქვთ ალტერნატივა“, - მიმართა მათ ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.

ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარეემოვაჭრეების დახლები და სხვა ინვენტარები აიღეს. მოვაჭრეების ნივთების აღების პროცესს ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ხელმძღვანელობენ.

ადგილზე იმყოფებიან ასევე \"ზუგდიდდასუფთავების\" სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცველები.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან