ფართები რომელსაც მერია გარემოვაჭრეებს სთავაზობს
ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ცენტრალური სუპერმარკეტის ტერიტორიაზე არსებული თავისუფალი სავაჭრო ადგილები ბაზრის ადმინისტრაციასთან ერთად დაათვალიერეს. შპს „სუპერმარკეტის“ წარმომადგენელი მანანა ბარძემიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ადგილები გარემოვაჭრეებს არაერთხელ შესთავაზეს, მაგრამ ისინი არ თანხმდბიან. „გვაქვს თავისუფალი ადგილები, თუ შემოვლენ და მოისურვებენ, თვითონ 3 თვის განმავლობაში არაფერს არ გადაიხდიან.ეს უკვე მერამდენედ არის გაკეთებული მათთვის, მაგრამ შეჩვეულები არიან გარეთ ვაჭრობას. აღნიშნულ ფართზე მოვაჭრეთათვის თვიური ქირა ერთ ადგილზე 100 ლარს შეადგენს,“ - თქვა მანანა ბარძემიშვილმა. ერთ-ერთი გარემოვაჭრე ნანული ლამანძია, რომელიც შეთავაზებულ ფართს დასთანხმდა, ამბობს, რომ აქციებში მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა გარევაჭრობით დაკავებული იყო. „ურიკით დავდიოდი ჩუმ-ჩუმად, ადგილი მომეწონა და ვაპირებ შემოსვლას“ - თქვა მან. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ისინი გარემოვაჭრეებს შპს „სუპერმარკეტის“ ტერიტორიის გარდა ადგილებს ბაზრის მეორე სანაპიროზეც სთავაზობს, სადაც ასევე მოვაჭრეები სამი თვის განმავლობაში გადასახადისგან გათავისუფლდებიან. „ამ ეტაპზე ერთ ადამიანზე 90 ლარი გვაქვს დაანგარიშებული, რაშიც შედის საშემოსავლო სამსახურის და კომუნალური გადასახადები. ასევე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ ნივთის უსაფრთხოებაზე და მუშაობის პირობებზე“ - თქვა შპს „ნიუ ნათსის“ დირექტორმა დავით ჯანაშიამ. ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილის იაგო ქირიას განმარტებით, გარემოვაჭრეების გაფრთხილებასთან ერთად ალტერნატიული ფართების შეთავაზება 3 თვის განმავლობაში რეაგულარულად ხდებოდა, როგორც პირადი ვიზიტების, ასევე გაფრთხილების ოქმების მეშვეობით. „გვესმის ყველაფერი, რაც ხდება, მაგრამ კანონის წინაშე ყველა ვართ თანასწორი - გარევაჭრობა შეწყდა“ - აღნიშნა ქირიამ. გარემოვაჭრეები აღნიშნულ ფართებზე უარს აცხადებენ. „ჩვენ ერთხელ უკვე ვიყავით, მარცხენა სანაპიროზე ვიცით და იქაური სიტუაცია. მანდ არ არის საკმარისი ადგილი, რომც იყოს, იმ გადასახადს, რაც დაწესებულია, ვერ გადავიხდით“, - თქვა ერთ-ერთმა გარემოვაჭრე მარინა ფარულავამ. გარემოვაჭრეები მეორე დღეა გარევაჭრობის ნებართვის ითხოვენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: / rado.atinati Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ანა წითლიძემ ზუგდიდის ცენტრში მიმდინარე მშენებლობა გააპროტეს...
Radio Atinati
უფუნქციოდ დარჩენილი ეკომიგრანტთა ბინები, რომელიც ნადგურდება
adjara unm
ავტომობილების შეკეთება ტროტუარებზე რატომ არ რეაგირებს კანო...
აჭარა ენმ / Adjara unm
ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს - ბრიფინგი გენერალურ პროკურატუ...
Georgia Official
მარნეულში ბინა 22 დევნილ ოჯახს გადაეცა
Municipality of Marneuli
თბილისი ტყეების გარეშე - რასაც არ იცით / ფიჭვების სასაფლაო
Infosakartvelo
ბინების გადაცემა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია საძოვრების გასხვისების წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster