აქცია საძოვრების გასხვისების წინააღმდეგ
საძოვრების გასხვისების წინააღმდეგ აქცია გამართეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურის მცხოვრებლებმა. პროტესტის მონაწილეთა განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის მიწას, რომელსაც სოფელი საძოვრად იყენებს. აქციის მონაწილეებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური შეხვდა. მისი განმარტებით, აუქციონზე გატანილი მიწა არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას, მიწას საძოვრის სტატუსი არ გააჩნია და როგორც სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა აუქციონზე ეკონომიის სამინისტრომ გამოიტანა. მერი მიიჩნევს, რომ სოფლის მოსახლეობის მოთხოვნა სამართლიანია, მათ არ აქვთ ალტერნატიული ფართობი, რომელსაც საძოვრად გამოიყენებენ. ფიცხელაური ამბობს, რომ კომუნიკაცია აქვს შესაბამის უწყებასთან და საკითხის გადაწყვეტას ელოდება. ცხრა ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სავარაუდოდ სასტუმროს აშენება იგეგმება, სადაც ინვესტორი ორი მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ბაბანეურელები აცხადებენ, რომ მიწის გასხვისებას არ დაუშვებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აქცია ყვარელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია სოფელ ნაფარეულში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ყვარელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია წნორში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია სოფელ საქობოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია არაშენდაში - ადგილობრივები საძოვრების გასხვისებას აპრო...
Trialeti TV
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის მოსახლეობა აქციას მ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია სოფელ ზეღდულეთთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster