აქცია სოფელ ზეღდულეთთან
სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობა მიწების გასხვისებას აპროტესტებს და საძოვრების სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელს სხვა საძოვარი არ აქვს და ამ ფართობის დამუშავების საშუალებას არავის მისცემენ. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ვითარებაში გარკვევისთვის ათდღიანი ვადა ითხოვა, რაც დღეს ამოიწურა. აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ინვესტორებთან შეხვედრას ითხოვენ. სოფელში აქცია ათი დღის წინაც გაიმართა, მაშინ მოსახლეობა მაგისტრალის გადაკეტვას შეეცადა, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. ზეღდულეთის მოსახლეობა ამბობს, რომ ამ ფართობს წლებია, საძოვრად იყენებენ და პირველად ჯერ კიდევ 2009 წელს მიწა გასხვისდა ინდოეთის მოქალაქეებზე. ადგილობრივებმა დამუშავების უფლება მათ მაშინაც არ მისცეს. აღნიშნული ფართობის ნაწილი კერძო პირმა რამდენიმე თვის წინ გამოისყიდა. ფართობის მფლობელი ადგილობრივებს, გარდა დასაქმებისა, სთავაზობს სოფლის საკუთრებაში ტრაქტორის გადაცემასაც, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ საძოვრის გარეშე ვერ იქნებიან და პროტესტს გააგრძელებენ. საუბარია 75 ჰექტარ ფართობზე, აქედან 50 ჰექტარი კერძო მესაკუთრესია, 25 კი შპს „ფუდლენდის“ საკუთრებაშია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აქცია სოფელ ზეღდულეთთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია სოფელ ზეღდულეთთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია სოფელ ატენში სასმელი წყლის მოთხოვნით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია სოფელ უშგულში
TV IMEDI
აქცია სოფელ მატანში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია სოფელ წინანდალში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია სოფელ ატოცში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია სოფელ გომში - საწვრთნელ ბაზაზე გარდაცვლილი ჯარისკაცის...
PalitraNews