აქცია სოფელ ატენში სასმელი წყლის მოთხოვნით
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით აქცია გამართა. სასმელი წყლის პრობლემა სოფლის ნაწილს აქვს. მოსახლეობა ამბობს, რომ უკვე მე-20 დღეა, სასმელი წყალი საერთოდ არ მიეწოდებათ. ადგილობრივები ამის მიზეზად სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს ასახელებენ. მათი თქმით, სოფლის გარკვეულ ნაწილს სასმელი წყალი აქვს, მოსახლეობა კი მას ხშირად ბაღების სარწყავად იყენებს, რის გამოც სოფლის დანარჩენ ნაწილს წყალი აღარ მიეწოდება. მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს და წყლის მიწოდების გრაფიკის დაწესებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილობრივები აქციების გამართვას მერიასთან გეგმავენ. ატენის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი შოთა ვანიშვილი ამბობს, რომ სოფელს საკმარისი წყალი აქვს, მოსახლეობა კი თვითნებურად ბაღებს რწყავს, რაც პრობლემას ქმნის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აქცია სოფელ ატენში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოფელ ატენში დასუფთავების აქცია გაიმართა
Tv Dia
საპროტესტო აქცია ატენში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია სოფელ უშგულში
TV IMEDI
აქცია სოფელ მატანში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია სოფელ წინანდალში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია სოფელ ატოცში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია სოფელ გომში - საწვრთნელ ბაზაზე გარდაცვლილი ჯარისკაცის...
PalitraNews