გარემოვაჭრეები ძველი ტერიტორიის დაკავებას აპირებენ
გარემოვაჭრეები ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მანამდე ვაჭრობდნენ, მუშაობის გაგრძელბას აპირებენ. მათი თქმით, დათმობაზე არ წავლენ და მერიის ზედამხედველობის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, აქციებს გააგრძელებენ. „რაც გუბერნატორმა თქვა, ის გაიმეორა მერმა. ჩვენ ახლა მივდივართ ძველ ადგილებზე და რაც გვაქვს, იმ საქონლით ვივაჭრებთ. მოვიდნენ და დაგვიჭირონ, ვნახოთ რამდენს დაიჭერენ“, - ამბობს აქციის მონაწილე, მარინა ფარულავა.ცოტა ხნის წინ, გარემოვაჭრეების მოთხოვნების შემსწავლელი ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, მერისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის შეხვედრა დასრულდა. ანა წითლიძის თქმით, მერის პოზიცია უცვლელია და ის გარევაჭრობის წინააღმდეგია.„ზუგდიდის მერთან ჩემი შეხვედრა გუბერნატორის შუამდგომლობით განხორციელდა. მერს კიდევ ერთხელ გავაცანი გარემოვაჭრეების მოთხოვნები. სამუშაო ჯგუფი შეისწავლის მათ პრობლემებს და დაიწყება გარევაჭრობის წესის საჯარო განხილვა. მერთან ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ შეიქმნებოდა სამუშაო ჯგუფი, თუმცა ვერ შევთანხმდით იმაზე, რომ ამ ხალხმა დროებით იმუშაოს. ამ შემთხვევაში მერის პოზიცია არის შეუვალი“, - განაცხადა ანა წითლიძემ. გარემოვაჭრეები ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, მათ ვაჭრობის გაგრძელება სურთ. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები და ზედამხედველობის სამსახურის წამომადგენლები. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
გარემოვაჭრეები აქციების გაგრძელებას პარლამენტის შენობასთან გ...
Radio Atinati
ბათუმში, წერეთლის გამზირზე გამწვანების სამსახური მუშაობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გარემოვაჭრეები არც ძველი სადგურის ტერიტორიაზე აპირებენ გადას...
TV 25
გარემოვაჭრეები ძველ ტერიტორიაზე დროებით მუშაობის მოთხოვნით ა...
Radio Atinati
გარემოვაჭრეები აქციებს ორშაბათიდან განაახლებენ
Radio Atinati
გარემოვაჭრეები პოლიციის სამმართველოსთან დაკავებული მოვაჭრის...
Radio Atinati
გუბერნიაში გარემოვაჭრეებთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ხმაუ...
Radio Atinati
მერაბ ქვარაია გარემოვაჭრეებს შეხვდა
Radio Atinati