„ის მაინც არსებობს“ – საქველმოქმდო ღონისძიება 2017

17.01.2018 03:39

29 დეკემბერს, სასტუმრო „ბაგრატი 1003“–ში RICDOG-ის ტრადიციული საქველმოქმედო ღონსიძიება „ის მაინც არსებობს“ გამართა. ღონისძიების მიზანია: საზოგადოების ჩართულობით სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი, მარტოხელა, მრავალშვილიანი ოჯახების თანადგომა. გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ პარტნიორობისა და დახმარებისათვის კომპანიებს : კომპლექსი "ბაგრატი 1003" შპს "კულინარი" "კოკა-კოლა" რესტორანი "ბარაქა" "ტობე" "შ.პ.ს. ბემონი " რესტორანი "პიკნიკი" "ჩვენი კაფე - Our Cafe" და ყავის სახლი "აზზატო" "ელსი ვაიკიკი" "ფლორა ვესტერნი" "წიგნების თაობა" "მაკნატუნა" მედია სახლი "პოსკრიპტუმი" ,,ამერიკული კუთხე,, დიდი მადლობა მუსიკალურ ჯგუფების "Four Lines" და "სამი-ზნე - Sami-zne" წევრებს - ქეთი ქათამაძეს, გივი შალამბერიძეს, ლევან ჩხაიძეს, ნანა ყურაშვილს და ნათია მაღლაკელიძეს. ასევე გვინდა, პატივისცემა გამოვხატოთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებმაც დამოუკიდებლად, საკუთარი სახელით გაიღეს ქველმოქმედება : ნიკოლოზ ლატარიას, ირაკლი შენგელიას და თემურ ვეკუას. ღონისძიება ორი ნაწილისაგან შედგებოდა. პირველი ნაწილი: ➡ აქუციონი მეორე ნაწილი: ➡ მუსიკალური ნომრები. DJ. RICDOG–ი ხალხის ჩართულობით 6 წლის განმავლობაში 55–მდე ოჯახს ესტუმრა და 100–ზე მეტ ბავშვს წინასაახალწლო სურვილები აუსრულა. აღნიშნული ღონისძიება წელიწადში ერთხელ ტარდება და RICDOG ყოველი წლის 31 დეკმებრის ღამის 00:00 საათიდან თოვლის ბაბუასთან ერთად წინასწარ შერჩეულ ოჯახებს ესტუმრება. სასაჩუქრე ნობათში შედის: ბავშვებისთვის საჭირო ნივთები, სათამაშოები, ხორც–პროდუქტები, ბურღულეულობა, ტკილეულობა და ა.შ. სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ წელს მეშვიდედ განახორციელებს აქცია–ღონისძიებას "ის მაინც არსებობს" და 10 ოჯახს და 36 ბავშვს გაუხალისებს ახალი წლის ღამეს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო