ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში


ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დამძიმების მიუხედავად, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება დღის წესრიგში არ დგას. თუმცა, ციფრების მატებისა და შესაძლო მეორე ტალღის მოახლოების ფონზე, მკაცრდება დახურულ სივრცეებში მასობრივი თავყრილობებისა და რიტუალური შეკრებების კონტროლი. ანუ ყოველდღიურად შემოწმდება შესაბამისი ობიექტები და მკაცრ სანქციებს დაექვემდებარება ყველა ის დახურული სივრცე, სადაც სარიტუალო მიზნით ათ კაცზე მეტი პირია შეკრებილი.

ცვლილებებია საკარანტინო პერიოდთან დაკავშირებითაც - 12-დან 8 დღემდე მცირდება კარანტინის ვადა. ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგები საკუთარ გამოცდილებასა და იმ საერთაშორისო კვლევებს ეყრდნობიან, რომლის მიხედვით, ახალი კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენა, ძირითადად, ინფიცირებიდან რვა დღის განმავლობაში ხდება, მე-7, მე-8, მე-9 დღიდან კი ადამიანი ინფექციის გამავრცელებელი აღარ არის. თუმცა, რისკები მაინც არსებობს, რის გამოც დაავადებათა კონტროლის ცენტრი საკარანტინო სივრცის დატოვების შემდეგ, საბოლოო ტესტირებამდე, ანუ მე-12 დღემდე, მაინც სიფრთხილის გამოჩენას ურჩევს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან