ზუგდიდში სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად სოციალური კამპანია სახელწოდებით „გამოიწვიე ბედნიერება“ დაიწყო. დეტალებზე იდეის ავტორმა და ახალკახათის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციელისტმა ირაკლი ჯიქიამ ზუგდიდის ტექნოპარკში ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული კამპანიის მიზანად ისახავს შეჭირვებული ოჯახებისთვის სააღდგომოთ პროდუქტების შეგროვებას. ახალგაზრდა საჯარო მოხელე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ადგილობრივ ხელისუფლებასა და მედიის წარმომადგენლებს კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებს.
“ვიმედოვნებ რომ ეს აქცია იქნება მასშტაბური და შედეგზე ორიენტირებული. შეგროვილი პროდუქცია დაურიგდება წითელ პარასკევს ახალკახათში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს“
პროდუქტის შეგროვებასა და დარიგებაში საქართველოს მოხალსეები იქნებიან ჩართულები.
ადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...