ზუგდიდში ცესკოს წარმომადგენლები მოსახლეობას არჩევნების შესახებ ინფორმაციას აწვდიან
10/12/2018
Radio Atinati-ის
მიერ
ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ინფორმაციას, პროექტის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს უფრო ახლოს“ ფარგლებში აწვდიან. მათ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდეს და განუმარტეს, რომ არჩევნებზე მისვლა აუცილებელია, რადგან წელს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელშიც ისინი მონაწილეობას მიიღებენ.
„ ვესაუბრებით ამომრჩევლებს და ვაწვდით ინფორმაციას არჩევნების შესახებ, რომ ბოლო ჯერ ტარდება პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა. მოვუწოდებთ ყველას 28 ოქტომბერს ყველა გამოცხადდეს არჩევნებზე და დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი. ვესაუბრებით იმ ამომრჩეველს, თუ რომელ უბანშია ის რეგისტრირებული, როგორ გადაამოწმოს საკუთარი თავის ამომრჩეველთა სიაში. მსგავსი შეხვედრები უკვე გვქონდა სოფლებშიც“, - აღნიშნა #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიას თავმჯდომარის მოადგილემ, ნანა ოკუჯავამ.
ცესკოს წარმომადგენლებს ადგილობრივმა კითხვები დაუსვეს. ერთ-ერთმა მოსახლემ ლალი ოდიშარიამ მათ ჰკითხა, ხომ არ იყო იმის საშიშროება, რომ არჩევნებზე ისეთი ადამიანების ხმები გამოეყენებინათ ვინც არ იმყოფება საქართველოში.
„ჩემს სახლში არიან ჩაწერილები ახლობლები. ახლა აქ არ იმყოფებიან და მეშინია, რომ მათ ხმებს გამოიყენებენ. სწორედ ამაზე მქონდა შეკითხვა და მითხრეს ასეთი რომ არ გამოიყენებენო“, - აღნიშნა მან.
გარდა საინფორმაციო შეხვედრებისა ცესკოს წარმომადგენლებმა მოსახლეობას ბროშურები დაურიგეს.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/