ვიცხოვროთ ძალადობის გარეშე - პროექტის დასკვნითი შეხვედრა

10/04/2018
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტმა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „ვიცხოვროთ ძალადობის გარეშე“ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პროექტის განხორციელების პროცესში მიღებული შედეგი და სამომავლო ხედვა განიხილეს.
პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა.

სამოქმედო არეალში მცხოვრები მოსახლეობის ბავშვთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ცნობიერების დონის ამაღლებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები განმუხურში, რუხსი, ახალაბასთუმანსა და შამგონაში, ასევე, ჩატარდა 4 ტრენინგი, რადიო “ათინათის“ ეთერში გავიდა 3 გადაცემა.

„სამართლებრივი დაცვის ინსიტიტუტის“ იურისტის რუსუდან პაჭკორიას ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხებზე მოსახლოების ცნობიერებისა და ინფორმაციულობის დონე დაბალია.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან