No Gods, No Masters: ანარქიზმის ისტორია - ნაწილი 1/3
NO GODS NO MASTERS - ანარქიზმის ისტორია არის 2017 წლის ფილმი, სტუდია ARTE, LCP Assemblée nationale-სა და Radio Télévision Suisse-ს ერთობლივი ნამუშევარი. დოკუმენტური ფილმი მიმოიხილავს ბოლო ორი საუკუნის სოციალური ისტორიის ყველა დიდ მოვლენას და გვაჩვენებს ანარქიზმის, როგორც პოლიტიკური მიმდინარეობის წარმოშობას და ბედს, რომელიც 150 წელზე მეტია ებრძვის ყველა სახის ბატონს, მიწიერს თუ ზეციერს. პარიზის კომუნა, მექსიკის რევოლუცია, რუსეთის რევოლუცია, უკრაინის თავისუფალი ტერიტორია, ესპანეთის სამოქალაქო ომი და რესპუბლიკა, მე-19 საუკუნის ბოლოდან მეორე მსოფლიო ომამდე ანარქისტებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს ამ მოვლენებში და სოციალურ მოძრაობებში, რომლებმაც იმ სამყაროს მისცეს ფორმა, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ. თუმცა მათი ეს წვლილი ძირითადად დავიწყებულია. ანარქისტები იმდენად საშიშად ითვლებოდნენ, რომ სახელმწიფოს ძალები ებრძოდნენ და ხოცავდნენ მათ, მაშინ, როდესაც პარალელურად ღალატობდნენ, იჭერდნენ და კლავდნენ მათი უწინდელი რევოლუციონერი მოკავშირეები. ანარქია ხშირად გამოიყენება, როგორც ქაოსისა და დესტრუქციის სინონიმი - ანარქისტებს ხშირად წარმოიდგენენ, როგორც შავებში ჩაცმულ ნიჰილისტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ძალადობას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს. მაგრამ „NO GODS NO MASTERS“ ავლენს სიცოცხლისუნარიანი სოციალური სისტემის ბევრად უფრო რთულ ისტორიას და იმ ადამიანების ბრძოლას და სულისკვეთებას, რომლებმაც თავი გასწირეს ანარქიის რეალობად ქცევისთვის. ‘NO GODS NO MASERS’ გვიყვება ანარქისტული აზროვნებისა და პრაქტიკის საუკუნოვან ისტორიას, რომელშიც წარმოდგენილი არიან წამყვანი ისტორიკოსები და ესეისტები, ასევე გამოუქვეყნებელი საარქივო კადრები და ცოცხალი კომენტარები, რომლებიც თემას საინტერესოდ შლიან. ფილმი დაყოფილია სექციებად, თითოეული ძირითადი მოვლენების მიხედვით. ‘NO GODS NO MASTERS’ არის ყოვლისმომცველი შესავალი მრავალმხრივი გლობალური ანარქისტული მოძრაობის შესახებ - ოდესღაც მასობრივი ძალა, რომელიც ცდილობდა არა პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, არამედ მის სრულ განადგურებას. მეორე ნაწილი - • No Gods, No Masters: ანარქიზმის ისტორ... მესამე ნაწილი - • No Gods, No Masters: ანარქიზმის ისტორ...
მსგავსი ვიდეოები
GEORGIAN HEAVEN - რა ყველამ უნდა იცოდეს სამოთხის შესახებ
THE SACRIFICE OF GOD FOR HUMANITY
დაბ. | დასაწყისში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა. | In the beginn...
SERGIO ALEO
ბერი ეფრემ არიზონელი - ცდუნებათა შესახებ
მართლმადიდებლური სწავლებანი / Orthodox Teaching
მხარი დავუჭიროთ ზაზა ფაჩულიას გააზიარეთ და დააკომენტარეთ წარ...
nika qarqashadze
იმპულსი- მთავარი თემა: კორონავირუსი და მისი გავრცელება
Ajara TV
იმპულსი-მთავარი თემა: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები...
Ajara TV
პირველი არხი - სცენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster