ამონარიდი ფუკოსა და ჩომსკის დებატებიდან:
FOUCAULT: თქვენ მეკითხებით: რატომ ვარ ასე დაინტერესებული პოლიტიკით? ძალიან მარტივად რომ გიპასუხოთ, გეტყვით: რატომ არ უნდა ვიყო დაინტერესებული? ანუ რა სიბრმავე, რა სიყრუე, იდეოლოგიის რა სიმძიმე უნდა მაწვეს, რომ არ დავინტერესდე ჩვენი არებობის ყველაზე მნიშვნელოვანი თემით, ანუ საზოგადოებით რომელშიც ვცხოვრობთ, ეკონომიკური ურთიერთობებით რომლებშიც ვფუნქციონირებთ და ძალაუფლების იმ სისტემებით, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენი ქცევის დასაშვებ ფორმებს, უფლებებსა და აკრძალვებს. ჩვენი ცხოვრების არსი შედგება იმ საზოგადოების პოლიტიკური ფუნქციონირებისგან, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ასე რომ მე ვერ გიპასუხებთ რატომ ვარ დაინტერესებული პოლიტიკით, მე შემიძლია გიპასუხოთ კითხვით: რატომ არ უნდა ვიყო დაინტერესებული? არ იყო დაინტერესებული პოლიტიკით, აი რა წარმოადგენს პრობლემას. დაუსვით ეს კითხვა ჩემს ნაცვლად სხვას, მას ვინც არ არის დაინტერესებული პოლიტიკით და შემდეგ თქვენს კითხვას ექნება საფუძველი.
ELDERS: რას ფიქრობთ, შეგვიძლია ჩვენს საზოგადოებას რაიმე ფორმით დემოკრატიული ვუწოდოთ?
FOUCAULT: არა. მე მცირეოდენი რწმენაც არ მაქვს, რომ ჩვენი საზოგადოება შეიძლება დემოკრატიულად იქნას მიჩნეული. თუ დემოკრატიაში გავიგებთ ძალაუფლების ეფექტურ განხორციელებას მოსახლეობის მიერ, რომელიც არ არის დანაწევრებული და იერარქიულ კლასებად დაყოფილი. ამ გადმოსახედიდან ნათელია, თუ რა შორს ვართ დემოკრატიისგან. კარგად ჩანს, რომ ჩვენ ვხოვრობთ დიქტატორული კლასის რეჟიმის ქვეშ, კლასის რომელიც თავის ძალაუფლებას ახორციელებს ძალადობრივად და უფრო მეტიც, მისი ძალაუფლების ინსტრუმენტები ინსტიტუციონალური და კონსტიტუციურია. და ამრიგად ჩვენთვის შეუძლებელია დემოკრატიაზე საუბარი. როდესაც თქვენ მკითხეთ, რატომ ვიყავი დაინტერესებული პოლიტიკით, მე უარი გითხარით პასუხზე, რადგან ის ცხადი იყო ჩემთვის, მაგრამ შეიძლება თქვენ კითხვა იყო: როგორ ვარ დაინტერესებული პოლიტიკით? ასე, რომ გეკითხათ და გარკვეული აზრით შემიძლია ვთქვა რომ ასეც მკითხეთ, მაშინ გეტყვით, რომ მე გაცილებით ნაკლებად ვარ წინ წასული ჩემ გზაზე ვიდრე მისტერ ჩომსკი. ვგულისხმობ იმას, რომ უნდა ვაღიარო, მე არ შემიძლია განვსაზღვრო იდეალური სოციალური მოდელი ჩვენი მეცნიერული თუ ტექნოლოგიური საზოგადოებისთვის. მეორეს მხრივ, ვფიქრობ ერთ-ერთი გადაუდებელი და სასწრაფო ამოცანა, პირველ რიგში არის ის რომ მივუთითოთ და გამოვამჟღავნოთ, იქაც სადაც ისინი დამალულნი არიან, პოლიტიკური ძალაუფლების ყველანაირი კავშირი/გამოვლინება, რომლებიც რეალურად აკონტროლებენ და წნეხავენ სოციალურ სხეულს. იმის თქმა მინდა, რომ უკვე ჩვეულაბად იქცა, ყოველ შემთხვევაშ ევროპულ საზოგადოებაში, ის აზრი, რომ ძალაუფლება სახელმწიფოს ხელშია ლოკალიზებული და ის ხორციელდება კონკრეტული ინსტიტუციების მიერ. მაგალითად როგორიც არის სამინისტრო, პოლიცია და არმია. მიიჩნევა, რომ ყველა ეს ინსტიტუცია, ერის თუ სახელმწიფოს სახელით, ემსახურება გარკვეული გადაწყვეტილების დამუშვებას და მიღებას, შემდეგ განხორციელებას და მათ დასჯას ვინც არ დაემორჩილება. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ძალაუფლება ასევე ხორციელდება იმ ინსტიტუციების გავლით, რომელებიც ისე გამოიყურებიან, თითქოს არანაირი კავშირი არ ქონდეთ პოლიტიკურ ძალაუფლებასთან და თითქოს დამოუკიდებლები იყვნენ მისგან, როდესაც ეს ასე არ არის. ეს შეიძლება ითქვას ოჯახთან მიმართებით, უნივერსიტეტთან მიმართებით და ზოგადად ყველა საგანმანათლებლო სისტემასთან მიმართებით, რომლებიც თითქოსდა უბრალოდ ცოდნის გავრცელებით არიან დაკავებულნი, როდესაც კონკრეტული ძალაუფლებაში მყოფი სოციალური კლასის ინტერესების განხორციელებაა მათი საქმიანობა. ცოდნის ინსტიტუციები, მაგალითად როგორიც არის მედიცინა, ასევე ამაგრებს პოლიტიკურ ძალაუფლებას. ეს ზოგჯერ ისეთი ცხადია, რომ სკანდალად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მაგალითად ფსიქიატრიის შემთხვევაში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს საზოგადოებაში რეალური პოლიტიკური ამოცანა იმ ინსტიტუციების საქმიანობის კრიტიკაა, რომელბიც ერთი შეხედვით ნეიტრალური და დამოუკიდებლები ჩანან. მათი კრიტიკა ისე რომ ნიღაბი ჩამოეხსნას იმ პოლიტიკურ ძალადობას, რომელიც შეუმჩნევლად ყოველთვის ახორციელებდა საკუთარ თავს ამ ინსტიტუციების საშუალებით, რათა შევძლოთ მათ წინააღმდეგ ბრძოლა. ეს კრიტიკა და ბრძოლა კიდევ სხვა მიზეზების გამო მიმაჩნია არსებითად: პირველ რიგში, იმის გამო რომ პოლიტიკური ძალაუფლება გაცილებით სიღრმეშია ვიდრე ჩვენ ვვარაუდობთ. არსებობს ცენტრები და არსებობს შეუმჩნეველი, ნაკლებად ნაცნობი წერტილები. მისი ნამდვილი წინააღმდეგობა და სიძლიერე შესაძლოა იქ შეგვხვდეს სადაც არ ველოდებით. ალბათ არ არის საკმარისი, იმის თქმა რომ მთავრობის, სახელმწიფო აპარატის უკან დომინანტი კლასი დგას. არამედ უნდა დადგინდეს აქტივობის ის წერტილები, ის ადგილები და ფორმები, რომელშიც ეს დომინაცია ხორციელდება. და რადგანაც ეს დომიანცია არ გამოიხატება უბრალოდ ეკონომიკური ექსპლოატაციის პოლიტიკური ტერმინებიში, ის ხდება დომინანტური კლასის ინსტრუმენტი და დიდი ზომით მისი არსებობის პირობა. ასე რომ თუ ვერ შევამჩნევთ კლასობრივი ძალაუფლების ამ საყრდენებს, ამით საშუალებას მივცემთ მათ, რომ გააგრძელონ არსებობა და მეტიც აღიდგინონ თავიანთი თავი რევოლუციური პროცესის შემდეგაც კი.
მოუსმინეთ საუკეთესო აზრებს და საუკეთესო მუსიკას 24 საათის განმავლობაში სამხატვრო აკადემიის რადიო მელომანზე...სტრიმიდან : http://it-solutions.ge/radio/station/... ან სამხატვრო აკადემიის ვებ-გვერდიდან : http://www.proglonet.com/radio/index.htm