COVID 19-ის გავრცელების მაჩვენებელი


ეპიდემიოლოგიური სურათი საქართველოში მკვეთრად არის გაუმჯობესებული.

დღეს ინფიცირებულთა რაოდენობას მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა დაემატა. იშვიათი გამონაკლისების გარდა, უკვე ორი კვირაა, ქვეყანაში დღიურად „კოვიდ 19“-ის ერთეული შემთხვევები ვლინდება. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კლინიკებში მყოფთა რიცხვს უკვე თითქმის სამჯერ აჭარბებს. ბოლნისის ორი სოფლის და თეთრიწყაროს გარდა, საკარანტინე რეჟიმი დღეს ყველგან მოხსნილია. თუმცა ეპიდემიოლოგები ჯერ დამშვიდების საფუძველს ვერ ხედავენ და გარკვეული დასკვნების გაკეთებას ორ კვირაში, ანუ შეზღუდვების დიდი ნაწილის მოხსნიდან ერთი საინკუბაციო პერიოდის გასვლის შემდეგ გეგმავენ. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან