ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის დღე


აღნიშნული ლაივის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ფსიქოლოგს, ნარკოლოგს, იურისტს და ფსიქიატრს დაუსვან შეკითხვები ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებით, რომელზეც დარგის ექსპერტები სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პასუხებს გასცემენ.

ქრონომეტრაჟი:
◘◘◘◘◘◘◘◘◘
0:00 ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის დღე
3:09 რატომ რეაგირებენ ადამიანები სხვადასხვაგვარად ალკოჰოლურ სასმელებზე? რამდენია ალკოჰოლის უსაფრთხო დოზა? მავნებელია თუ არა მოზარდისთვის ლუდის მიღება
8:40 შეიძლება კანაფის მოხმარებამ დამოკიდებულება გამოიწვიოს? მარიხუანის რა სიხშირით მოწევაა საზიანო და რა ზიანი შეიძლება ჰქონდეს? რეგულარულად არ მოვიხმარ, მაგრამ კვირაში ორჯერ მოვიხმარ ხოლმე?
13:00 იქნებ ფსიქოლოგმა მოგვცეს რჩევები როგორ ამოვიცნოთ, როცა მოზარდი ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მოიხმარს? რა უნდა იყოს ქცევებში ის “შუქნიშნის წითელი ფერი“, როცა განგაში უნდა ავტეხოთ?
17:08 არის თუ არა ქართული კანონმდებლობა იმ ნარკორეალობის შესაბამისი, რომელიც ქვეყანაშია დღესდღეობით? ე.წ „სააფთიაქო ნარკომანიის“ გადაკეტვა იქნება თუ არა შედეგიანი თუ პირიქით უარეს შედეგებამდე მიგვიყვანს?
21:35 ითვლება თუ არა ე.წ „ვეიპები“ ფსიქოაქტიურად“? თუ შეიცავს ნიკოტინს და რამდენად რეკომდენებულია თამბაქოს ჩანაცვლება ამ სითხის შემცველი ნივთიერებით? უსაფრთხოა ელექტრონული სიგარეტების „აიქოსების“ მოხმარება?
30:05 რა გენდერული და ასაკობრივი განსხვავებებია ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მხრივ? ქალები უფრო მალე ხდებიან დამოკიდებულები?
33:48 კანაფზე დამოკიდებულებისთვის, კანაფზე მოხმარების პრობლემის მკურნალობა ხელმისაწვდომია თუ არა საქართველოში?
38:41 რას ნიშნავს თანადამოკიდებულება?
44:00 მარიხუანის რამდენი ძირის გაზრდა და მოხმარება შემიძლია ლეგალურად?
48:13 რამდენად უსაფრთხოა კანაფის მოწერა ე.წ „ბულბულატორიდან”
50:58 რამდენად უნდა აკონტროლებდეს სკოლა ნარკოტიკის მოხმარებას?
56:42 როგორ მივხვდე, რომ ზედოზირება აქვს ადამიანს? როგორ მოვიქცე ზედოზირების დროს?
1:17:50 არსებობს თუ არა ყოფილი ნარკომანი?
1:22:23 პოლიცია, რომ მაჩერებს ჯიბეში ჯოინთით რა ვქნა?
1:25:30 თუ არსებობს საქართველოში ჩატარებული კვლევა ე.წ “კარიბჭის ნარკოტიკებზე”? რომელი ნივთიერებებია და არის თუ არა მათ შორის მარიხუანა?
1:29:18 რა უნდა გააკეთონ მშობლებმა იმისთვის, რომ მათმა შვილებმა არ დაიწყონ ნარკოტიკების მოხმარება?
1:35:35 რა საშუალებებით რეგულირდება კანაფის ხელმისაწვდომობა მოქალაქეებისთვის?
ისჯება თუ არა პედაგოგი იმ შემთხვევაში, როცა სკოლის ტერიტორიაზე ყოფნისას მოსწავლე სთხოვს რომ მარიხუანა შეუნახოს?
1:44:25 ფსილოციბინის შემცველ სოკოზე თუ შეგიძლიათ რამდენიმე სიტყვა გვითხრათ?
1:45:55 რა კავშირშია ნივთიერებების მოხმარება ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან. იწვევს თუ არა ფსიქოატიური ნივთიერებების მოხმარება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს და პირიქით?
1:48:57 აქვს თუ არა კანაფს რაიმე დადებითი ეფექტი? უნდა ჰქონდეს თუ არა ექიმს შესაძლებლობა საქართველოში სამკურნალო მიზნით დაუნიშნოს პაციენტს კანაფის პრეპარატები? კანაფის მოხმარება იწვევს შიზოფრენიას?
1:55:35 ალკოჰოლისა და მარიხუანას მოხმარებისას რამდენად არის შესაძლებელი გონების დაკარგვა ან თუ არის რისკი ფატალური შედეგის?

ვიდეოები „Alternative Georgia • ალტერნატივა ჯორჯია"-ისგან