„ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ ერთი წლის საქმიანობა შეაჯამეს
შინაგან საქმეთა სამინისტროში, „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონის ძალაში შესვლიდან ერთი წლის თავზე, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის რიგით მეთორმეტე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კომისიის ერთი წლის მუშაობის შედეგები შეაჯამდა. შეხვედრას ესწრებოდნენ შსს-ს, ფინანსთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონმა სამართლებრივ რეგულირებას დაუქვემდებარა ე.წ. „ბიოები“ და „სპაისები“, რაც მანამდე უკონტროლოდ შემოედინებოდა საქართველოში და ქვეყნისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. შსს-ს ავტორობით შემუშავებული კანონი ეყრდნობა ოთხი ევროპული ქვეყნის გამოცდილებას. ახალი კანონი ეფექტური აღმოჩნდა რამდენიმე მიმართულებით. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ შეინიშნება ბიონარკოტიკის მოხმარების კლების შთამბეჭდავი, კერძოდ, 90%-იანი კლება. ასევე, არ ფიქსირდება აღნიშნული ნარკოტიკით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები და მინიმუმამდეა დაყვანილი ბიონარკოტიკით გამოწვეული ჩივილებით სამედიცინო დაწესებულებებისადმი მიმართვიანობა. აგრეთვე, კანონის საფუძველზე შექმნილია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია, რომელიც ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს ბიონარკოტიკებთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და რეაგირებს ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე, უზრუნველყოფს კანონის ეფექტურ აღსრულებას. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე:http://goo.gl/p9hWOj
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
ფსიქოაქტიური ნივთიერებების აღკვეთის შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ფსიქოაქტიური ნივთიერებების აღკვეთის შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა წლიუ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
სახელმწიფო კომისიის მონაცემებით ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
მანდალა: რეივი, DRUGebi, უსაფრთხოება | ფენოვანი 2.30
რადიო თავისუფლება
მარტში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების საზღვარზე შემოტანის...
TV 25
ივლისში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების საზღვარზე შემოტანის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მაისში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოტანის მხოლოდ 1 შ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო