ფსიქოაქტიური ნივთიერებების აღკვეთის შეხვედრა გაიმართა

14.10.2014 02:41

შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის რიგით მეხუთე შეხვედრა. კომისიის შემადგენლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები შედიან. სხდომას ექსპერტ-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე დაესწრო. ზურაბ სიხარულიძემ კომისიის წევრებს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კუთხით მის ხელთ არსებული ინფორმაცია წარუდგინა, რომლის თანახმადაც, „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების აშკარა კლება შეინიშნება. უწყებებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარადგინეს ინფორმაცია საქართველოში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ. აღინიშნა, რომ შესაბამისი კანონმდებლობის აღსრულება კვლავ ეფექტურად მიმდინარეობს. შსს-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, უწყების მიერ ამოღებული, უკანონო ბრუნვაში მოქცეული ე.წ „ბიონარკოტიკი“-ს აბსოლუტური უმრავლესობა კანონის მიერ განსაზღვრულ ქიმიურ ნაერთთა კლასების რეგულაციის სფეროში ექცევა, რაც ამ ინსტიტუტის განსაკუთრებულ ეფექტურობაზე მიუთითებს. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ გამკაცრდა კონტროლი ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე და მნიშვნელოვნად შემცირდა საზღვარზე მათი შემოდინება. ამ ნივთიერებების ძირითადი ნაწილი შემოდიოდა საფოსტო გზავნილების სახით, რაც დღეს, პრაქტიკულად, ძალიან იშვიათად გვხვდება. სახელმწიფო კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტზე, რომელიც აღნიშნულ ნივთიერებებთან დაკავშირებულ ახალ გამოწვევებზე ეფექტურ რეაგირებას ისახავს მიზნად. სიახლის სრულიად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/GKorLk

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ფსიქოაქტიური ნივთიერებების აღკვეთის შეხვედრა გაიმართა
00:47

ფსიქოაქტიური ნივთიერებების აღკვეთის შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ფსიქოაქტიური ნივთიერებების აღკვეთის შეხვედრა გაიმართა
01:25

ფსიქოაქტიური ნივთიერებების აღკვეთის შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

„ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ ერთი წლის საქმიანობა შეაჯამეს
02:50

„ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ ერთი წლის საქმიან...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თებერვალში ე.წ \"ბიო\"-ს შემოტანის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა
01:41

თებერვალში ე.წ "ბიო"-ს შემოტანის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სახელმწიფო კომისიის მონაცემებით ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება 90% არის შემცირებული
02:35

სახელმწიფო კომისიის მონაცემებით ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

დაკავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით
00:27

დაკავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის დღე
02:02:19

ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის დღე

Alternative Georgia • ალტერნატივა ჯორჯია

საქართველოში ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოდინების ტენდენცია იკლებს
00:48

საქართველოში ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოდინების ტენდენცი...

Ajara TV

ყველა ვიდეო