ფსიქოაქტიური ნივთიერებების აღკვეთის შეხვედრა გაიმართა

11.09.2014 00:47

შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. სახელმწიფო კომისია იკრიბება ყოველთვიურად და ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს საქართველოში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ისევე როგორც შესაბამისი კანონმდებლობის იმპლემენტაციაზე. სხდომაზე უწყებებებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგინეს ინფორმაცია საქართველოში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ. აღინიშნა, რომ შესაბამისი კანონმდებლობის აღსრულება მიმდინარეობს ეფექტურად და სიტუაცია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის კუთხით სტაბილურია. მხარეებმა განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კომისიის საქმიანობის პირველი ყოველკვარტალური ანგარიშის პროექტი, რომელიც სახელმწიფო კომისიამ "ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ" კანონის შესაბამისად უნდა გამოაქვეყნოს. სახელმწიფო კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს "ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ" საქართველოს კანონის ცვლილების პროექტზე, რომელიც აღნიშნულ ნივთიერებებთან დაკავშირებულ ახალ გამოწვევებზე ეფექტურ რეაგირებას ისახავს მიზნად. კითხვის გასაგრძელებლად გადადით შემდეგ ლინკზე : http://goo.gl/sa2qWA

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ფსიქოაქტიური ნივთიერებების აღკვეთის შეხვედრა გაიმართა
01:25

ფსიქოაქტიური ნივთიერებების აღკვეთის შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ფსიქოაქტიური ნივთიერებების აღკვეთის შეხვედრა გაიმართა
02:41

ფსიქოაქტიური ნივთიერებების აღკვეთის შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

„ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ ერთი წლის საქმიანობა შეაჯამეს
02:50

„ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ ერთი წლის საქმიან...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თებერვალში ე.წ \"ბიო\"-ს შემოტანის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა
01:41

თებერვალში ე.წ "ბიო"-ს შემოტანის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სახელმწიფო კომისიის მონაცემებით ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება 90% არის შემცირებული
02:35

სახელმწიფო კომისიის მონაცემებით ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

დაკავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით
00:27

დაკავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის დღე
02:02:19

ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის დღე

Alternative Georgia • ალტერნატივა ჯორჯია

საქართველოში ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოდინების ტენდენცია იკლებს
00:48

საქართველოში ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოდინების ტენდენცი...

Ajara TV

ყველა ვიდეო