სინთეზური კანაბინოიდები - ე.წ "ბიო"


❓რა არის სინთეზური კანაბინოიდი, იგივე ბიო მარიხუანა?

ეს არის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც იმიტირებს კანაფის ეფექტებს, როდესაც ის ხვდება თავის ტვინში.
იქმნება ვიზუალური ილუზია, რომ ეს არის ბიოპროდუქტი, თითქოს კანაფია, თუმცა სინამდვილეში მას არანაირი საერთო არ აქვს კანაფთან.
🔴ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, განსხვავებით კანაფისაგან, არიან ბევრად უფრო ძლიერი და საზიანო. ძალიან რთულია მათი დოზირება და საკმაოდ სავალალო შედეგი შესაძლოა დადგეს ერთი მოხმარების შედეგადაც კი. ამას მივყავართ როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ შეზღუდულ შესაძლებლობებამდე.
👉გაიგეთ მეტი ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე https://cpr.ge/drugs/wheel
👉დამატებითი ინფორმაციისთვის გიზიარებთ ცხრილს, სადაც აღწერილია ფსიქოაქტიური ნივთიერებების სხვადასხვა კომბინაციის შესაძლო რისკები და საფრთხეები https://cpr.ge/drugs/risk
აღნიშნული ვიდეო მომზადდა ევროკავშირის და ჰუბერტ ჰამფრის გაცვლითი პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.
მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ალტერნატივა ჯორჯია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის და ფულბრაითის ჰუბერტ ჰამფრის გაცვლითი პროგრამის შეხედულებებს.
European Union in Georgia
The Hubert H Humphrey Fellowship Program
#EU4Georgia
#eu4cprproject