თანაპარტიელების დაუსჯელობამ გააბედინა სტუდენტის სექსუალური შევიწროვება" - ნაციონალური მოძრაობა
"ქართული ოცნების" მხრიდან, ნაციონალური მოძრაობის წევრ ქალებზე ძალადობისა და სექსისტურ გამონათქვამებზე რეაგირების არ ქონამ, ბათუმის საკრებულოს წევრს გააბედინა სტუდენტი სავარაუდოდ შეევიწროებინა - ასე ფიქრობენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისში. დღეს ეს განცხადება პარტიის ქალთა ორგანიზაციამ გააკეთა. ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაცია, ვეხმიანებით მმართველი გუნდის, მაღალჩინოსნების მიერ, ამ ბოლო დროს, ქალებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებს. ეს დაიწყო ხულოში, როცა მცდელობა იყო სასტუმროდან ქალის გამოგდების, ეს გაგრძელდა ზუგდიდში, როცა პარლამენტარ ქალზე ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილემ სექსისტური განცხადება გააკეთა. ამ დაუსჯელობის სინდრომმა გააბედინა ბათუმის საკრებულოს წევრს, ლექტორს სავარაუდოდ შეევიწროებინა სტუდენტი გოგონა," - განაცხადა ასმათ დიასამიძემ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაცია მოითხოვს, რომ დროულად იყოს ყველა ფაქტი გამოძიებული. "მოვითხოვთ ''ქართულმა ოცნებამ'' აიღოს პოლიტიკური პასუხიმგებლობა. ჩვენი აქ ყოფნა ცხადყოფს იმას, რომ ჩვენ სოლიდარულები ვართ ამ ქალების მიმართ და ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას,''- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ასმათ დიასამიძემ. უნივერისტეტის ლექტორს და ამავდროულად, "ქართული ოცნების" კვოტით, ბათუმის საკრებულოს წევრს ომარ მახარაძეს, სექსუალურ შევიწროებაში მისვე სტუდენტი ადანაშაულებს. საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ომარ მახარაძე აცხადებს, რომ "მის წინააღმდეგ უნამუსოდ იბრძვიან და მას ტელეფონი გაუტეხეს". ბსუ-ს უნივერსიტეტის დირექციის გადაწყვეტილებით, მას სალექციო საქმიანობა დროებით შეუჩერდა. რექტორის განცხადებით, კონკრეტულ შემთხვევას "უნივერისტეტის ეთიკის საბჭო" განიხილავს. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ კი, გუშინ, 22 მაისს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ აპირებს არავის დააფაროს ხელი, თუ გამოიკვეთა სექსუალური ტიპის დანაშაული, მისი კოლეგის მხრიდან. #ასმათ_დიასამიძე
adjara unm-ის სხვა ვიდეოები
01:07
ბათუმის ახალი სასაფლო, რომელიც არ დასრულდა...
00:57
ენმ მერიას მიმართავს რივიერას ტერიტორია გამოისყიდო...
01:23
ხათუნა ბერიძე - დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე მთავრობის...
01:19
40 ათას 163 ლარი 6 მოსაცდელის რეაბილიტაციისთვის
01:02
ლევან ანთაძე _ თუ ასე გაგრძელდა ვაქცინაციის გეგმის...
03:28
ტერენტი გრანელის გამო დაწყებული ხელჩართული ჩხუბი
05:48
ლევან ანთაძე - აჭარის ბიუჯეტის შესახებ
01:36
აჭარის საგზაო დეპარტამენტი ინერტულ მასალას უკანონო...
მსგავსი ვიდეოები
„ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ღამის კურიერი - “ნაციონალური მოძრაობა“ - არჩევნები 2020 – 2...
უთანხმოება ოპოზიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის მიმართვა „ნაციონალურ მოძრაობას“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყოფილი თანაპარტიელები გამოდიან და თხოვნით მიმართავენ თალაკვა...
Girchi - მეტი თავისუფლება
ოპოზიციის საარჩევნო გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster