„ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგი

12.04.2019 01:34

„ნაციონალური მოძრაობა“ თანაპარტიელების დაკავებას ეხმაურება. ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ ფაქტი სანდრა რულოვსისთვის საბოტაჟის მოწყობის მცდელობაა. ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ანა წითლიძემ წარადგინა ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც მისი თქმით, ჩანს როგორ უთვალთვალებდნენ სანდრა რულოვსს ზუგდიდის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები. წითლიძემ ასევე გამოაქვეყნა სამხარეო პოლიციის თანამშრომლების მიმოწერა, სადაც მისი თქმით, საუბარია იმაზე, თუ როგორ გეგმავენ ისინი ამომრჩეველთან შეხვედრაზე ხელის შეშლას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: