უთანხმოება ოპოზიციაში


შიდა დაპირისპირება მწვავდება ოპოზიციაში.

„ნაციონალური მოძრაობა“ ოფიციალურად დატოვა სალომე სამადაშვილმა, რომელმაც 19 აპრილს მიშელის შეთანხმების ხელმოწერით გუნდისგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო. სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებული პოსტის გამო პარტიის უკვე ყოფილი წევრი ექს-თანაპარტიელების გარდა, სხვა ოპოზიციური პარტიების თავდასხმების სამიზნეც გახდა. იყო შეურაცხმყოფელი ეპითეტებიც. მაშინ, როდესაც შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერი მთელი ოპოზიცია და ევროპელი პოლიტიკოსები „ნაციონალურ მოძრაობას“ დოკუმენტზე ხელის მოწერისა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდებენ, ადრესატი პარტია ჯერ ისევ ფიქრის და კონსულტაციების რეჟიმშია. პოზიციების გაყოფის და აზრთა სხვადასხვაობის გამო, როგორც ჩანს, შემდგომ სამოქმედო სტრატეგიაზე გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება. პარტიის წევრთა ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ ევროპული საბჭოს თავმჯდომარის მიერ მომზადებული შეთანხმება პოლიტიკურ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან