საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ „ფერმერთა მომსახურების ცენტრი“ წალენჯიხაში გახსნა
03/27/2019
Radio Atinati-ის
მიერ
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ (GHGA) წალენჯიხაში „ფერმერთა მომსახურების ცენტრი“ გახსნა, სადაც „თხილის გადარჩენის პროგრამაში“ ჩართულ ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღალი ხარისხის პესტიციდები შეღავათიანი პირობებით და ფასებით. მათ ადგილზე მოემსახურებიან კვალიფიციური კონსულტანტები. აღნიშნული ცენტრი თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ადგილობრივ ფერმერებთან ერთად გახსნეს. ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ, ფერმერებს იმ სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია რასაც ორგანიზაცია განახორციელებს. თოდუას თქმით, ასოციაციის თითოეული აგრო-კონსულტანტი მენეჯმენტს გაუწევს საშუალოდ 200 ჰექტარ თხილის ფართობს. მისივე ინფორმაციით, აგრო-კონსულტანტები ფერმერებს დამატებით მოამზადებენ წამლობისა და რიგი აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარების დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვაში.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/