საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდება
03/06/2022
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, ავტობუსის სპეციალური რეისი დაინიშნა. კერძოდ, უკრაინის ტერიტორიიდან მოლდოვაში გადაადგილებული მოქალაქეები, კიშინიოვიდან ბუქარესტში ავტობუსით გადასვლას შეძლებენ. სპეციალური რეისების ორგანიზებას მოლდოვაში საქართველოს საელჩო უზრუნველყოფს. აღნიშნული რეისით 39 მოქალაქე უკვე გადაიყვანეს რუმინეთში, ქ. ბუქარესტში, სადაც საქართველოს საელჩომ მათ საცხოვრებელი და საკვებით გადასცა. საქართველოს მოქალაქეები უახლოეს მომავალში დაბრუნდებიან სამშობლოში. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი და უკრაინიდან პოლონეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში, უნგრეთსა და მოლდოვაში გადასული მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საელჩოები და საკონსულოები მუდმივ რეჟიმში მუშაობენ. უკრაინაში საქართველოს კონსული აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ძირითადად კიევიდან, ხარკოვიდან, დნეპრიდან და ჟიტომირიდან მოდიან. მისივე განცხადებით, დღეს სამშობლოში დაახლოებით 50-მდე ადამიანი გამოემგზავრება. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ 6 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება ლვოვიდან ვარშავის მიმართულებით მოქალაქეების გადაყვანა. დღეის მდგომარეობით, ლვოვიდან ვარშავის მიმართულებით 50 ადამიანი გადავიდა. მოქალაქეებმა უნდა დარეკონ საკონსულოც ცხელ ხაზზე და წინასწარი ჩაწერით მოხდება მათი გადაყვანა. ტელეფონის ნომრები საგარეო უწყების ვებ გვერდზეა მითითებული.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.