გერმანიაში დასაქმებულების პრობლემები

17.06.2021 01:39

რეაგირება „მოამბეში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოდან გერმანიაში დროებითი დასაქმების პროგრამით წასულ და უმძიმეს პირობებში მყოფ 24 მოქალაქეს ხვალ სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანენ. ინფორმაცია პირველ არხს უკვე დაუდასტურა გერმანიის შრომის და სოციალური მდგომარეობის ფედერალური სამინისტროს საკონსულტაციო სამსახურმა. სწორედ ეს სამსახური იცავს ლტოლვილ და მიგრანტ ადამიანებს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან. ორგანიზაცია ახლა საქართველოს მოქალაქეთა სამუშაო პირობებს უწევს ზედამხედველობას და ადასტურებს, რომ ქართველ მიგრანტებთან სამუშაო კონტრაქტი, ასევე გერმანიის კანონმდებლობა დარღვეულია. ცნობილი ხდება, რომ არაკეთილსინდისიერი დამსაქმებლის წინააღმდეგ გერმანული მხარე სარჩელსაც მოამზადებს. ეს იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი დღის ბოლომდე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხელფასზე ნაკლებ თანხას ჩარიცხავს. ჩვენ მიერ გუშინ მომზადებულ რეპორტაჟში მარწყვის კრეფაზე დასაქმებული ქართველი მიგრანტები ამბობდნენ, რომ გაუმჯობესების ნაცვლად მათი საცხოვრებელი და სამუშაო პირობები კიდევ უფრო გაუარესდა და შესაბამისი უწყებებიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, დამსაქმებელი მათ შრომით უფლებებს მაინც არღვევდა. 24-დან სამი მოქალაქე სამშობლოში დაბრუნებას აპირებს. მათ შორისაა ის მოქალაქეც, რომელმაც არასათანადო საცხოვრებელი გარემოს გამო ფეხი დაიზიანა, თუმცა მას სამედიცინო დახმარება არ გაწევია. როგორც ირკვევა, ამ საკითხზე გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიის ელჩს, ასევე გერმანიის ხელისუფლებას ესაუბრა.   ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულთა პრობლემები
07:10

გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულთა პრობლემები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულთა პრობლემები
08:07

გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულთა პრობლემები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#მოამბე 22 საათზე, 16 ივნისი, 2021 #LIVE
31:15

#მოამბე 22 საათზე, 16 ივნისი, 2021 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გერმანიაში დასაქმებულების მდგომარეობა, პროტესტი ბორჯომში, გაფიცვა „ნაბეღლავში“
28:14

გერმანიაში დასაქმებულების მდგომარეობა, პროტესტი ბორჯომში, გა...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

გერმანიაში დასაქმებულების სასამართლო დავა
04:16

გერმანიაში დასაქმებულების სასამართლო დავა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

,,დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ არ გაუწია მონიტორინგი გერმანიაში დასაქმებულების შრომით პირობებს“
00:49

,,დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ არ გაუწია მონიტორინგი გერმ...

Rioni.TV

გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულების მდგომარეობა
06:00

გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულების მდგომარეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გერმანიაში დასაქმებულებს ნამუშევარი საათები აუნაზღაურდებათ 21 05 21
02:29

გერმანიაში დასაქმებულებს ნამუშევარი საათები აუნაზღაურდებათ 2...

მეცხრე ტალღა

ყველა ვიდეო